ქუთაისსა და ავსტრიას შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ქუთაისსა და ავსტრიას შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება

11 ოქტომბერს ქუთაისსა და ავსტრიას შორის ავიამიმოსვლა დაიწყება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

“გრძელდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის განვითარება. ქუთაისის აეროპორტმა ამიერკავკასიის საავიაციო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა. აეროპორტს დაემატა ახალი სერვისები, გაიზარდა დამატებით კომერციული ფართებისა და კვების ობიექტების რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 11 ოქტომბერს ჩვენი აეროპორტიდან ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის – ვენის მიმართულებით დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ავიაკომპანია ვიზ ეართან 6 წლიანი ნაყოფიერი და საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ეტაპობრივად ამატებს. რამდენიმე ქვეყანასთან საქართველომ პირველად დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა”, – აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

აეროპორტიდან ტრანსფერის დაჯავშნა
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"

11 ოქტომბერს 15:00 საათზე ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა გაიმართება.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]