რუსული მადლობის გამო, ქართველმა ავიამეთვალყურემ ფრანგ მფრინავს გერმანულად მიმართა
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რუსული მადლობის გამო, ქართველმა ავიამეთვალყურემ ფრანგ მფრინავს გერმანულად მიმართა

Facebook-ზე ქართველ ავიამეთვალყურეს, გიორგი სარალიძესა და ფრანგ ფრინავს შორის გამართული საუბრის ტექსტური ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში Air France 123-ის პილოტი ქართველ ავიამეთვალყურეს ესალმება, საპასუხო მისალმების შემდეგ კი პილოტი მას რუსულად უხდის მადლობას. ამაზე გიორგი სარალიძე გერმანულად პასუხობს “Bitte”, რაც ქართულად დაახლოებით ნიშნავს “არაფერს გეთაყვა”, ინგლისურად კი “welcome”-ის (“კეთილი იყოს თქვენი მობრძანების”) აღმნიშვნელია.

საბოლოოდ, ფრანგი პილოტი ქართველ ავიამეთვალყურეს ეუბნება, რომ ის არა გერმანელი, არამედ ფრანგია. გიორგი სარალიძე კი პასუხობს: “ვიცით ბატონო, მაგრამ “სპასიბო” რუსულია, ჩვენ კი ქართველები ვართ”. ფრანგმა მფრინავმა მის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა.

პოსტი Facebook-ზე საქაერონავიგაციამაც გამოაქვეყნა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]