ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ღაზის სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.
“ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092″, – წერია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
13 ნოემბრის ღამეს ისრაელმა პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა.
„ჰამასის“ გარდა ისრაელის მხრიდან თავდასხმის სამიზნე ტელეკომოანია „ალ-აქსას“ სათავო ოფისიც გახდა.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
ღაზის სექტორის საზღვარზე დაძაბულობა 2018 წლის მარტიდან გამწვავდა, როდესაც სამშვიდობო პროტესტი მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღა 14 მაისს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო.
ჰამასი 1987 წელს დაფუძნდა ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიაჩნია ისრაელს, კანადას, აშშ-ს და იაპონიას, ასევე იორდანიასა და ეგვიპტეს. 2007 წლიდან ჰამასი ღაზის სექტორს აკონტროლებს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს