ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
თბილისიდან და ბათუმიდან ინდოეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Indigo საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას გეგმავს.
დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით, 2019 წლის თებერვლიდან აპირებს. ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა და, შესაბამისად, უცნობია, რა ეღირება ბილეთი.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
როგორც “ტავ ჯორჯია” აცხადებს, Indigo-ს წარმომადგენელმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ტავ ჯორჯიასთან” მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები განიხილეს. ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია საქართველოს საავიაციო ბაზრით ზაფხულში დაინტერესდა. ქართულ მხარესთან შეხვედრები აგვისტოში ტავ ჰოლდინგის ორგანიზებით გაიმართა.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
“ტავ ჯორჯიას” ცნობით, ავიაკომანია “ინდიგო” 2006 წელს დაფუძნდა. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, “ინდიგოს” უკავია ინდოეთის ბაზრის 43.2%. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის “ინდიგო” ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს