ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა პირობებში უწევთ ცხოვრება თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს საფრანგეთში
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, თავშესაფრის საძიებლად ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, კუსტარულად მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ. კარვების დასახლება სტრასბურგის განაპირას, პარკშია მოწყობილი.
კარვებში საქართველოს 22 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, კარვების მობინადრეებს სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ეხმარებიან, თუმცა მათი მხარდაჭერა არ არის საკმარისი.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
მაია მჭედლიშვილი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც კარვებში მცხოვრებლებს ეხმარება. სწორედ მან გამოაქვეყნა ფეისბუქზე ქართველების ყოფის ამსახველი ფოტოები. მაიას თქმით, ყველა იმ ადამიანმა, ვინც აპირებს საფრანგეთში წავიდეს და ჩაბარდეს საემიგრაციო სამსახურს, მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა ელოდება იქ.
„გაითვალისწინონ და თუ მაინც გადაწყვეტენ ჩვენი თანამემამულეები ევროპაში წამოსვლას და ჩაბარებას, მოერიდონ დიდ ქალაქებს, რადგან აქ არანაირი შანსი არ აქვთ,“ – ამბობს მაია.

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი
სტრასბურგში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, აგვიღწერს სიტუაციას კარვებში.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა დღეს რაც აქ ხდება. ჩაბარებით იბარებენ და საცხოვრებელს არ აძლევენ [საფრანგეთში], ასე, კარვებში უწევთ ცხოვრება ამ სიცივეში. 115-ზე დარეკვისას ეუბნებიან, რომ ქართველები ძალიან ბევრი ხართ და თავშესაფარს აღარ ვიძლევითო. ვისაც რისი საშუალება აქვს, იმით ეხმარებიან, მაგრამ ამ სიცივეში ძნელია თავშესაფრის გარეშე ყოფნა,“ – ამბობს ის.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში. ამის მიუხედავად, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია. საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ტურისტებად ჩადიან, შემდეგ საემიგრაციო სამსახურს ბარდებიან და ითხოვენ თავშესაფარს.

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი

კარვები სტრასბურგთან ახლოს მდებარე პარკში, რომელშიც საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ ფოტო: მაია მჭედლიშვილი
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს