საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა შეეძლებათ
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად მუშაობა შეეძლებათ

საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად მუშაობის უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ” ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმანუელ მაკრონმა.

სამინისტროს განცხადებით, ეს შეთანხმება საფრანგეთში დასაქმების მიზნით საქართველოს მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას ითვალისწინებს, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე და საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის, ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება სურთ, თუმცა საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების საფრანგეთში დასაქმებას, ისე, პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმებას.

საგარეო უწყების ცნობით, ხელშეკრულებით რეგულირებულია ისეთი საკითხები, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები და სამუშაო ადგილის კვოტები. შეთანხმების მიხედვით, წელიწადში ახალგაზრდა სპეციალისტებზე 150 კვოტაა გამოყოფილი, ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე ჯამში 500 კვოტა.

“შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად, ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორის, საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები,”- წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]