რამდენია აშშ-ში ხელფასი და რომელ შტატში რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რამდენია აშშ-ში ხელფასი და რომელ შტატში რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ

შეერთებული შტატები ბევრისთვის ასოცრიდება დიდ შესაძლებლობებთან, მაღალ ხელფასებთან და უბრალოდ საოცნებო ცხოვრებასთან. სინამდვილეა თუ არა ეს ყველაფერი, რამდენია შტატებში საშუალო ხელფასი, ვის შეუძლია მაღალი ანაზღაურების მიღება და რამდენია საჭირო ცხოვრებისთვის – წაიკითხეთ ამ ყველაფრის შესახებ ქვევით!

ხელფასი აშშ-ში

ხელფასების მაჩვენებლით შეერთებული შტატები მსოფლიო ქვეყნების უმეტესობას ჯობნის. ბევრი სტერეოტიპის მიუხედავად, შტატებში ცხოვრების დონე ძალიან მაღალია, ხოლო პოტენციური მიგრანტების ტალღა არ ჩერდება. თავისთავად, ყველას აქვს კითხვა, რამდენის გამომუშავებას შეძლებენ ისინი?

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

ფედერალურ დონეზე შტატებში მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 7,25 დოლარს/საათში, მაგრამ შტატების უმეტესობას თავის კანონებში გაწერეს ბევრად უფრო მაღალი ანაზღაურება, ხოლო 2016 წლიდან კი ეს მაჩვენებელი ზოგიერთ შტატში კიდევ უფრო გაიზარდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია კალიფორნიაშია, მასაჩუსეტში და კოლუმბიის ოლქში (10$, 10$ და 10,5$ საათში) .

საათობრივი მინიმალური ანაზღაურების გაგება შესაძლებელია აშშ-ს შრომის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.

შტატებში ანაზღაურება დამოკიდებულია შტატზე, პროფესიაზე მაგრამ შრომითი სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2015 წელს აშშ-ში საშუალო ხელფასმა შეადგინა კვირაში 825 დოლარს (729 დოლარი ქალებისთვის და 907$ მამაკაცებისთვის).

უფრო დეტალური ანალიზით დაკავებულია აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სტატისტიკურ ორგანოს. ისინი აგროვებენ და ამუშავებენ დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მონაცემებს. საბოლოო დასკვნაში ბიურომ, 2015 წელს გამოაქვეყნა ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი რამაც შეადგინა 53482 დოლარი. თუ შტატების მიხედვით ვიმსჯელებთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ოჯახები აღმოჩნდნენ მერილენდის, ნიუ-ჯერსის, ალასკის, კონექტიკუტის შტატში და კოლუმბიის ოლქში.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

ხელფასი შტატებში პროფესიის მიხედვით: ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი?

სამსახურის საძიებო ამერიკული რესურსის Glassdoor-ის ინფორმაციით აშშ-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადია ექიმის პროფესია. მათი საშუალო ხელფასი შეადგენს 200000 დოლარზე მეტს. აგრეთვე მაღალანაზღაურებადია ფარმაცევტის პროფესია ($131099), შემდეგ მოდის პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი ($130891) და პროგრამისტი ($123747). 2016 წელს ყველაზე პერსპექტიულ თანამდებობად ანაზღაურებით, კარიერული წინსვლით და ვაკანსიების რაოდენობით წარმოადგენდა ინფორმაციის ანალიზის სპეციალისტი, სისტემური არქიტექტორი, სესხის მენეჯერი და მობილური აპლიკაციების დეველოპერი.

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
19 Shares
Share19
Tweet
+1
Share
Pin