ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Airbnb იტალიის პროვინციაში უფასოდ ცხოვრების მსურველებს ეძებს
თუ გიყვართ მოგზაურობა და ამასთანავე, გაქვთ ბევრი თავისუფალი დრო, შეგიძლიათ ზაფხულში იტალიას მიაშუროთ. Airbnb იტალიის ერთ-ერთი პროვინციაში 3 თვით უფასოდ ცხოვრების მსურველებს ეძებს.
Airbnb-ის შემოთავაზება საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ, როგორ ცხოვრობენ იტალიელები, დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და ისწავლოთ მათი მომზადება. გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა იტალიურ ენაში. ამ ყველაფერში ფულს გადაგიხდიან.
ზოგადად, იტალია მთელს მსოფლიოში ცნობილია უძველესი ქალაქების სილამაზითა და ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე გამოირჩევა უნიკალურობით, ტურისტების ნომერ პირველი დანიშნულების ადგილები მაინც რომი, ფლორენცია, ტოსკანის თვალწარმტაცი ფერდობები და ამალფის სანაპიროს მომხიბვლელი სათევზაო სოფლებია. ამიტომაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აქამდე უცნობი, თუმცა საინტერესო სოფლების და ქალაქების შესახებ ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ასეთი კუთხეების ჩამონათვალშია ბაზილიკატაც. ველური ბუნებითა და საუკუნეების მქონე ტრადიციებით მდიდარი ეს მხარე, იტალიის სამხრეთში მდებარე ყველაზე ღარიბ და უცნობ კუთხეს წარმოადგენს. ბაზილიკატა თითქმის შეუმჩნეველი იყო სანამ მატერა, ბაზილიკატას მარგალიტი, ევროპის 2019 წლის კულტურულ დედაქალაქად არ გამოცხადდა.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
ამის შედეგად ახლა უკვე შესაძლებელია ბაზილიკატაც მოხვდეს ტურისტების დასასვენებელი ადგილების სიაში და გახდეს მათი საყვარელი ადგილი, Airbnb-ის მიერ გაწეული რჩევები კი ამ უმშვენიერესი ადგილის უკეთ გაცნობაში კიდევ უფრო დაგეხმარებათ.
იტალიური საბატიკალი
წლებია, რაც საბატიკალის მნახველთა რიცხვი თანდათან იზრდება. ამასთან, მატერასთან ახლოს მდებარე გროტელიც, უკვე მზად არის სტუმრების მისაღებად. Airbnb გთავაზობთ განუმეორებელ შესაძლებლობას და ოთხ ადამიანს სთავაზობს 3-თვიან საცხოვრებელ ადგილს სოფელში, სადაც საშუალება გექნებათ შეისწავლოთ ენა, იტალიური სამზარეული და გახდეთ ადგილობრივი NGO-ს მოხალისე ქალაქის ცენტრის აღორძინებაში. განაცხადის შესატანად ეწვიეთ www.italiansabbatical.com.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
აღმოაჩინეთ ბაზილიკატას იდილიური სოფლები
შესაძლოა, მატერა ევროპის კულტურული დედაქალაქი იყოს, მაგრამ მის გარშემო მდებარე სოფლებსაც საკმაოდ ბევრი აქვთ ტურისტებისთვის შესათავაზებელი. არა მხოლოდ სანახავად ლამაზია ეს ადგილები, არამედ სტუმრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ახლო ურთიერთობის, ძველ ტრადიციებთან გაცნობისა და ავთენტური კულტურის შეცნობის საშუალებას იძლევა.
ასე რომ, თუ გსურთ საინტერესო გამოცდილების მიღება, აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ საიტს www.italiansabbatical.com-ს.
ავტორი: გვანცა კაკაურიძე
წყარო: bpn.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს