ისრაელი არალეგალებს საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენას სთავაზობს
032 205 44 43 [email protected]

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

ისრაელი არალეგალებს საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენას სთავაზობს

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისრაელის საიმიგრაციო სამსახური არალეგალებს საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში. ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საკუთარი ნებით სურს ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებიან არანაკლებ ექვსი თვე.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში დაინტერესებული პირები მიიღებენ დახმარებას, რაც გულისხმობს: ავიაბილეთების შეძენა; საიმიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებისგან გათავისუფლება საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებამდე; საჭიროების შემთხვევაში სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაში დახმარება; ფინანსური უფლებების რეალიზაციაში ხელშეწყობა (მათ მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება) ისრაელის დასაქმების კანონში დადგენილი წესით.

მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ შემდეგ მისამართზე: ბნეი ბრაკი, მივცა კადეშის ქუჩის 64, მდებარე ნებაყოფლობითი დაბრუნების დახმარების ბიურო. ტელეფონები: 03-6982059, 03-6982058, 03-6982061
ინტერნეტგვერდი“, – აცხადებენ ისრაელში საქართველოს საელჩოში.

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]
31 Shares
Share31
Tweet
Share
Pin