მიზეზები, რის გამოც ისრაელში შესვლაზე უარს გეტყვიან – საელჩოს განცხადება
032 205 44 43 [email protected]

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

მიზეზები, რის გამოც ისრაელში შესვლაზე უარს გეტყვიან – საელჩოს განცხადება

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მათ მიმართავს, ყურადღება მიაქციონ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე შესაძლოა, ქვეყნაში შესვლაზე უარი უთხრან.

„ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, სასწავლო კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.; გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იმ მოთხოვნებს, რაც ისრაელთან უვიზო მიმოსვლის წესები ითვალისწინებს, ასევე იმ უფლებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს გააჩნიათ, როდესაც მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე – იხილეთ ბმული.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელების კუთხით ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილებები არ განხორციელებულა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახური მოქალაქეთა ვიზიტის მიზნის დასადგენად ახორციელებს დამატებით გასაუბრებას მგზავრებთან. საზღვრის გადაკვეთის პროცედურა გასაუბრების ჩათვლით შესაძლოა, რამდენიმე საათი გაგრძელდეს, რაც დამოკიდებულია იმ მომენტისათვის არსებულ მგზავრთა ნაკადზე.

საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა, უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე და გაითვალისწინონ ჩამოთვლილი გარემოებები/მიზეზები ისრაელში გამომგზავრებამდე, მათ შორის: ისრაელში ოჯახის წევრების ყოფნა; ცრუ ინფორმაციის წარდგენა მესაზღვრესთან გასაუბრების დროს; მოქალაქის ვიზიტის მიზანი გაურკვეველია ან არსებობს მისი ისრაელში არალეგალურად დარჩენის საფუძვლიანი ეჭვი; მესაზღვრესთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. სრული სია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]
93 Shares
Share93
Tweet
Share
Pin