ქართველი წყვილი, რომელმაც 1 წლით სამსახური მიატოვა და ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ქართველი წყვილი, რომელმაც 1 წლით სამსახური მიატოვა და ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს

30 წლი­სე­ბი ჯერ არ არი­ან, თუმ­ცა 25 ქვეყ­ნის კი­დევ უფრო ბევრ ქა­ლაქ­ში ერ­თად უსე­ირ­ნი­ათ. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ევ­რო­პა­ში ეგ­ზო­ტი­კა­სა და მძაფრ შეგ­რძნე­ბებს ვე­ღარ იღე­ბენ, ამი­ტომ უფრო შორი დის­ტან­ცია და დრო­ის უფრო ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი აი­ღეს და ოქ­ტომ­ბერ­ში ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში ჩაფ­რინ­დნენ.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

ელე­ნე ღე­ლა­ღუ­ტაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი თევ­ზა­ძე 8 წე­ლია ერ­თად არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ, შემ­დეგ კი იმა­ვე აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ლონ­დონ­ში გა­ნაგ­რძეს საქ­მი­ა­ნო­ბა. კა­რი­ე­რულ გზა­ზე 8-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი სვლის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბის რუ­ტი­ნას ერთი წელი მო­პა­რეს, მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­წყვი­ტეს და სა­მოგ­ზა­უ­როდ სამ­ხრეთ, ცენ­ტრა­ლურ და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში წა­ვიდ­ნენ.

AMBEBI.GE-ის კი­თხვა­ზე, რაში მდგო­მა­რე­ობს წყვი­ლის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც მათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა, ელე­ნე გვპა­სუ­ხობს, რომ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და­ნა­ზოგს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ.

“დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლი ნა­წი­ლი აგ­ვერ­ჩია. რა­ტომ­ღაც სამ­ხრეთ ამე­რი­კა რა­ღაც­ნა­ი­რი შო­რე­უ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გვეჩ­ვე­ნე­ბო­და ყო­ველ­თვის და თან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით” – გვე­უბ­ნე­ბა ელე­ნე.

გი­ორ­გის თქმით, რე­გი­ო­ნის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ელე­ნეს მიერ ჩა­მოთ­ვლილ ყვე­ლა არ­გუ­მენტს ისიც და­ე­მა­ტა, რომ აზი­ა­სა და აფ­რი­კას­თან შე­და­რე­ბით ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტი მათ უფრო მე­ტად უსაფრ­თხოდ მო­ეჩ­ვე­ნათ და თა­ნაც ჩათ­ვა­ლეს, რომ ერთ წელ­ში ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის სულს უფრო კარ­გად შე­იგ­რძნობ­დნენ, აზი­ის­თვის კი 365 დღე წყვილს ეცო­ტა­ვა.

“ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ჩა­მო­ვე­დით ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, იქი­დან და­ვი­წყეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა. შემ­დეგ წა­ვე­დით პა­ტა­გო­ნი­ა­ში, გა­და­ვე­დით ჩი­ლე­ში და უკვე ჩრდი­ლო­ე­თით გა­მო­ვი­წი­ეთ. მო­ვი­ა­რეთ სან­ტი­ა­გო, ატა­კა­მას უდაბ­ნო, შემ­დეგ ვი­ყა­ვით ბო­ლი­ვი­ა­ში და ახლა ვართ პე­რუ­ში. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ად­გი­ლი – ალ­ბათ, მაჩუ პიქჩუ იყო, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ყა­ვით და ეს ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ად­გი­ლი იყო რაც ვნა­ხეთ!

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბას, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ის რამ­დე­ნი­მე დღე, რო­მე­ლიც სან­ტი­ა­გო­ში გა­ვა­ტა­რეთ იმი­ტომ რომ, Couchsurfing-ით ვი­სარ­გებ­ლეთ. ასე­თი სა­ი­ტია, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნებს წერ და მათ­თან რჩე­ბი. იქ ვი­პო­ვეთ მას­პინ­ძე­ლი, იქა­უ­რი, რო­მელ­მაც გაგ­ვი­ღო თა­ვი­სი სახ­ლის კარი და რამ­დე­ნი­მე დღე მას­თან ვცხოვ­რობ­დით, დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ქა­ლა­ქი, შემ­დეგ შა­ბათ-კვი­რას ვალ­პა­რა­ი­ზო­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა, ტური ჩაგ­ვი­ტა­რა. სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ად­გი­ლობ­რი­ვის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩი­ლე­ში, რო­გორ ცხოვ­რობ­და, რა აწუ­ხებ­და და ა.შ“ – ყვე­ბა ელე­ნე თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე.

წყვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მოგ­ზა­უ­რო ბი­უ­ჯე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ კომ­ფორტზე, რომ­ლის მი­ღე­ბაც ადა­მი­ანს სურს.

“არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ 20-25 დო­ლა­რად, მაგ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ხში­რად უნდა ისარ­გებ­ლო იმა­ვე Couchsurfing-ით, რომ უფა­სოდ დარ­ჩე ვი­ღა­ცას­თან, ხში­რად შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში გა­ა­თე­ნო ღამე ან კარ­ვით იარო ან ყვე­ლა­ზე და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ჰოს­ტე­ლი შე­არ­ჩიო, რო­მე­ლიც 4-5 დო­ლა­რი ღირს.

თუ უფრო მეტი კომ­ფორ­ტი გინ­და, ალ­ბათ დღე­ში ჰოს­ტელ­ში დაგ­ჭირ­დე­ბა 20 დო­ლა­რი. ახლა ჩვენ ვცდი­ლობთ რა­ღაც ბა­ლან­სი და­ვი­ჭი­როთ, თუნ­დაც იმა­ვე კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ად­გი­ლობ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლო­საც გა­ვეც­ნოთ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლო­ბენ პრო­დუქ­ტებს და საჭ­მელს თვი­თონ აკე­თე­ბენ. თუ ვინ­მე მკი­თხავს რამ­დე­ნია ის მი­ნი­მუ­მი, რი­თაც შე­უძ­ლია იმოგ­ზა­უ­როს, ვი­ტყვი რომ ეს მი­ნი­მუ­მიც მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ რაც დათ­ვლის ფრე­ნი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარჯს, შემ­დეგ უკვე სას­ტუმ­რო და კვე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია” – გვი­ზი­ა­რებს გი­ორ­გი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას.

გარ­და ახა­ლი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი, ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით სავ­სე ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბის ნახ­ვი­სა, ელე­ნეს და გი­ორ­გის ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან უფრო მეტი სურთ, ეს მეტი კი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი მიზ­ნე­ბი­სა და ამ მიზ­ნე­ბის­კენ სა­ვა­ლი ახა­ლი გზე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

„რაც არ უნდა სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცებს აკე­თებ­დე, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­დე (რა­საც მე ვა­კე­თებ­დი, ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო ჩემი სა­მუ­შაო), მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თნა­ირ აზ­როვ­ნე­ბის სტილ­სა და რუ­ტი­ნას ეჩ­ვე­ვი და მინ­დო­და ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მოს­ვლა, რათა მი­მე­ღო ეს ახა­ლი შთა­გო­ნე­ბე­ბი, მე­მუ­შა­ვა სა­კუ­თარ კრე­ა­ტი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ასე­ვე მინ­დო­და დრო მქო­ნო­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩემ­თვის არის ეს იმის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო, რომ სა­კუ­თა­რი თავი გან­ვა­ვი­თა­რო, უკე­თე­სად შე­ვიც­ნო სა­კუ­თა­რი თავი.

ამი­ტო­მაც გა­ვა­კე­თე ბლო­გი და და­ვარ­ქვი Our Journey Inwards – იმი­ტომ რომ გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა კი არის, მაგ­რამ ამა­ვე დროს შენს თავ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ მინ­და უკეთ ვი­ცო­დე, რა მინ­და ცხოვ­რე­ბის­გან და საით მინ­და წა­ვიყ­ვა­ნო ეს ყვე­ლა­ფე­რი”, – ამ­ბობს ელე­ნე.

“ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას რომ მუ­შა­ობ ფი­ზი­კუ­რად დრო არ გრჩე­ბა იმის­თვის, რომ შენს ცხოვ­რე­ბა­ში რამე შეც­ვა­ლო, შე­იძ­ლე­ბა ვერც აც­ნო­ბი­ე­რებ­დე იმას თუ რამ­დე­ნად მოგ­წონს ის რა­საც აკე­თებ, რამ­დე­ნად სხვა რა­ღაც არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში რისი გა­კე­თე­ბაც გინ­და, რამ­დე­ნად გინ­და რა­ღა­ცის შეც­ვლა, იმი­ტომ რომ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში ხარ და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ გა­მო­გიჩ­ნდე­ბა, ცდი­ლობ რა­მე­ნა­ი­რად და­ის­ვე­ნო, გა­ნიტ­ვირ­თო და დიდი სტრა­ტე­გი­უ­ლი და მკვეთ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გი­ჭირს.

ეს მოგ­ზა­უ­რო­ბაც მა­გი­ტომ მო­ვა­წყეთ, რომ ეს ერთი წელი დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით რა გვინ­და, საით მივ­დი­ვართ, სად გვინ­და ვი­ყოთ მო­მა­ვალ­ში” – გვი­თხრა გი­ორ­გიმ.

წყვი­ლის მთა­ვა­რი რჩე­ვა მათ­თვის ვინც მოგ­ზა­უ­რობს, ისაა, რომ გა­ვიდ­ნენ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან და სტან­დარ­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან გა­და­უხ­ვი­ონ, რათა მხო­ლოდ “ტოპ ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ნახო“ არ მო­ი­ა­რონ.

“ძა­ლი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და მო­მავ­ლის და­გეგ­მვა­ზე და სი­ნამ­დვი­ლე­ში არც არა­ვინ არ ვი­ცით, სად ვიქ­ნე­ბით ამ მო­მა­ვალ­ში, ვიქ­ნე­ბით თუ არა, რო­დემ­დე ვიქ­ნე­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთი ჩვე­ნი მი­ზა­ნი დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რე­ბაა და დღე­ვან­დელ დღეს ყოფ­ნა იქ, სა­დაც გვინ­და რომ ვი­ყოთ” – ამ­ბო­ბენ გი­ორ­გი და ელე­ნე.

წყარო: ambebi.ge

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

ანსამბლ „გორდას“ ქორეოგრაფი – ისრაელში ჩასვლისას ყველაფერი წესრიგში გვქონდა, გვითხრეს, რომ არასასურველი სტუმრები ვიყავით

ქართული ცეკვის ანსამბლ „გორდას“ ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდა

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
16 Shares
Share16
Tweet
+1
Share
Pin