გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ქართველებს რჩევით მიმართავს

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ქართველებს რჩევით მიმართავს

2018 წელს გერმანიას თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 4 265-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან დადებითი პასუხი მხოლოდ 0,2%-მა მიიღო. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ქართველებს, ფაქტობრივად, არ აქვთ შანსი, გერმანიაში თავშესაფარი მიიღონ.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

“ყოველი ასეთი საქმე იწვევს უაზრო ხარჯებს და ხშირად უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული. გასულ წელს, ზუსტად იმ პერიოდში, როცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო, უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან გერმანიისთვის უკვე მიუღებელი იყო, რომ ხალხს უვიზო რეჟიმი ამ მიზნებისთვის გამოეყენებინა. მაშინ ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა დავიწყეთ. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან კარგად თანამშრომლობს. თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ეს რიცხვი შემცირდა”, – თქვა იან ბითნერმა.

საელჩოს წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის იანვარში გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ისევ გაიზარდა, თუმცა მისივე თქმით, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია.

ვინც 2018 წელს ითხოვდა თავშესაფარს, მათგან თანხმობა მხოლოდ 0,2%-მა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილებოდა. მე მოველი, რომ წელსაც თანხმობათა რაოდენობა ისეთივე დაბალი იქნება, როგორც გასულ წელს“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
21 Shares
Share21
Tweet
+1
Share
Pin