ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
სამსახური ქართველებისთვის: ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას
საქართველოდან გერმანიაში ჩასვლა და სამუშაოს მოძიება ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს შეეძლება. შესაბამისი კანონპროექტი გერმანიის მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა, იან ბითნერმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი
იან ბითნერის თქმით, გერმანიაში დასაქმება მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მზარეულებსა და სხვა პროფესიების მქონე წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან. მისი განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებსაც გერმანიაში სამუშაოს მოძიებას მოინდომებენ, თავიანთი განათლებისა და კვალიფიკაციის დასაბუთება მოუწევთ.
“მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეეძლებათ, სამუშაო ფორმალური დიპლომის გარეშე მოიძიონ. ახლა აღნიშნული კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის, ამიტომ კონკრეტულ პროცედურებზე საუბარი არ შემიძლია. მაგალითად, მზარეულების შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო უფლების მინიჭება ყველას არ ეხება, არამედ ეს არის მათთვის, ვინც ეროვნული კერძების სპეციალისტია და მათზე გერმანიაში უნდა იყოს მოთხოვნა. მათ ასევე გაფორმებული უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ მათთვის აუცილებელია საელჩოდან სამუშაო ვიზის მიღება იმიტომ, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტებისთვისაა“, – განაცხადა იან ბითნერმა.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს