ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
7 ქალაქი, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მაცხოვრებლებს საჭიროებენ. მათ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის კი საკმაოდ დიდ თანხებსაც გთავაზობენ.
გთავაზობთ 7 ქალაქს, რომლებმაც შესაძლოა, თქვენი ოცნებები აასრულონ: იმოგზაუროთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვროთ იქ და საკმაოდ კარგი თანხაც გამოიმუშავოთ.
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ

„აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი“ – ასე უწოდებენ დეტროიტს მეორენაირად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ, თუმცა ის ცდილობს ყოფილი დიდება დაიბრუნოს, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი ხელისუფლებამ ახალი პროგრამა „Challenge Detroit“ შეიმუშავა, რომელიც ქალაქში ცხოვრებისა და სხვადასხვა სფეროში პროფესიონალ მომუშავეებს 2,5 ათას დოლარს გადაუხდის.
ალასკა, აშშ

თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები, ცხოვრების არც ისე სწრაფი რიტმი და თავს სიგრილეში კარგად გრძნობთ, მაშინ ცხოვრება ალასკაზე შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს თქვენთვის. არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც ამ რეგიონის ახალ მაცხოვრებლებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა აქ მუდმივად კლებულობს. ერთადერთი მოთხოვნა ამ ფულის მისაღებად ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ ალასკაზე იცხოვროთ.
სასკაჩევანი, კანადა

კანადის ეს პროვინცია ახალ მაცხოვრებლებს კარგ წინადადებას სთავაზობს. ახალგაზრდები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში აქ იცხოვრებენ და იმუავებენ, 20 ათას დოლარს მიიღებენ.
პონგა, ესპანეთი

ეს სოფელი ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესია. იმისათვის, რომ მიიზიდოს ახალგაზრდობა და გააცოცხლოს ეკონომიკა, ყოველ წყვილს, რომელიც საცხოვრებლად იქ გადავა, 3 ათას ევროს სთავაზობს, ყოველ დაბადებულ ბავშვზე კი დამატებით 3 ათას ევროს.
ურეჰტი, ჰოლანდია

ეს არის ექსპერიმენტი – ქალაქის ყოველი ახალი მაცხოვრებელი 1000 დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით მიიღებს.
კერტისი, ნებრასკა, აშშ

ეს პატარა ამერიკული ქალაქი სახლის ასაშენებლად მიწას უფასოდ მგცემთ, სანაცვლოდ კი ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებას გთხოვთ.
ნიაგარას ჩანჩქერი

კიდევ ერთი შეთავაზება, რომელიც არარეალურად ჟღერს – იცხოვროთ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და სანაცვლოდ მიიღოთ ფული. კურსდამთავრებულებს ხელისუფლება 7 ათას დოლარს უხდის, რათა მათ შეძლონ სამსახურის მოძებნა და ჩანჩქერის მახლობლად ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ და იმუშაონ.
ჩვენ გირჩევთ..
10 მიმართულება ახალი ქართული ავიაკომპანიისგან – გეგმაშია აშშ
Myway Airlines ამჟამად ორ ბოინგ 737-800-ს ფლობს
ბილეთი 75 ლარად: WIZZ AIR-ი ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებას ამატებს
ქუთაისი-ბუქარესტის ახალი დაბალბიუჯეტიანი მარშრუტი
ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს
ნებართვის მისაღებად კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა
Wizz air-ი ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
“ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს”
Georgian Airways-მა ხარკოვის მიმართულებით ფრენების დაწყება გადაავადა
რიგმა ავიაკომპანიებმა უკრაინის რეგიონების მიმართულებით ფრენებზე უარი თქვეს
Pobeda ბათუმის მიმართულებით ფრენების ნებართვის მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობს
ავიაკომპანიამ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს სარეჩელით ჯერ კიდევ 12 მარტს მიმართა
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.