ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
7 ქალაქი, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მაცხოვრებლებს საჭიროებენ. მათ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის კი საკმაოდ დიდ თანხებსაც გთავაზობენ.
გთავაზობთ 7 ქალაქს, რომლებმაც შესაძლოა, თქვენი ოცნებები აასრულონ: იმოგზაუროთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვროთ იქ და საკმაოდ კარგი თანხაც გამოიმუშავოთ.
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ

„აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი“ – ასე უწოდებენ დეტროიტს მეორენაირად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ, თუმცა ის ცდილობს ყოფილი დიდება დაიბრუნოს, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი ხელისუფლებამ ახალი პროგრამა „Challenge Detroit“ შეიმუშავა, რომელიც ქალაქში ცხოვრებისა და სხვადასხვა სფეროში პროფესიონალ მომუშავეებს 2,5 ათას დოლარს გადაუხდის.
ალასკა, აშშ

თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები, ცხოვრების არც ისე სწრაფი რიტმი და თავს სიგრილეში კარგად გრძნობთ, მაშინ ცხოვრება ალასკაზე შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს თქვენთვის. არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც ამ რეგიონის ახალ მაცხოვრებლებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა აქ მუდმივად კლებულობს. ერთადერთი მოთხოვნა ამ ფულის მისაღებად ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ ალასკაზე იცხოვროთ.
სასკაჩევანი, კანადა

კანადის ეს პროვინცია ახალ მაცხოვრებლებს კარგ წინადადებას სთავაზობს. ახალგაზრდები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში აქ იცხოვრებენ და იმუავებენ, 20 ათას დოლარს მიიღებენ.
პონგა, ესპანეთი

ეს სოფელი ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესია. იმისათვის, რომ მიიზიდოს ახალგაზრდობა და გააცოცხლოს ეკონომიკა, ყოველ წყვილს, რომელიც საცხოვრებლად იქ გადავა, 3 ათას ევროს სთავაზობს, ყოველ დაბადებულ ბავშვზე კი დამატებით 3 ათას ევროს.
ურეჰტი, ჰოლანდია

ეს არის ექსპერიმენტი – ქალაქის ყოველი ახალი მაცხოვრებელი 1000 დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით მიიღებს.
კერტისი, ნებრასკა, აშშ

ეს პატარა ამერიკული ქალაქი სახლის ასაშენებლად მიწას უფასოდ მგცემთ, სანაცვლოდ კი ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებას გთხოვთ.
ნიაგარას ჩანჩქერი

კიდევ ერთი შეთავაზება, რომელიც არარეალურად ჟღერს – იცხოვროთ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და სანაცვლოდ მიიღოთ ფული. კურსდამთავრებულებს ხელისუფლება 7 ათას დოლარს უხდის, რათა მათ შეძლონ სამსახურის მოძებნა და ჩანჩქერის მახლობლად ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ და იმუშაონ.
ჩვენ გირჩევთ..
შეძლებთ თუ არა საზღავრგარეთ გამგზავრებას ონლაინ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში?
საადვოკატო ბიუროს OK.CG-ს რეკომენდაციები
დონალდ ტრამპის განცხადება: შეწყდება თუ არა აშშ-ს “მწვანე ბარათის” გათამაშება
დონალდ ტრამპის განაცხადება
უახლესი სტატისტიკა: რამდენმა ქართველმა დაარღვია ბოლო 7 თვეში ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადა
მონაცემები მოცემულია 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე
Turkish Airlines თბილისი-სტამბულის ფრენებს AIRBUS 330-ით შეასრულებს
ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს
დიდი ფასდაკლება: FlyUIA 25 წლის იუბილეს ორიგინალურად აღნიშნავს
FlyUIA-ს დაბადების დღე ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავში აღინიშნება
რომელი ქვეყნის პასპორტი ჭრის ყველაზე მეტად
ინფორმაციას Independent ავრცელებს
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.