Georgian Airways ავიაბილეთების გაიაფებას აანონსებს
მალე, ავიაკომპანია Georgian Airways -ის ავიაპარკს Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.
როგორც Georgian Airways -ის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Boeing 737-800 ერთდროულად 180 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც, ავიაბილეთების ფასები მკვეთრად შემცირდება.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
"Georgian Airways -ის მენეჯმენტი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ავიაპარკის განახლების შესახებ მოლაპარაკებებს და ავიაბილეთების ფასების კლებაზე მუშაობას", განმარტავენ Georgian Airways -ში.
Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანიამ 2000 წლიდან საბჭოური თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ავიაპარკის განახლება დაიწყო და დღეს კომპანია რეისებს BOEING-ის, Embraer-ისა და CRJ-ის ტიპის ავიალაინერებით ასრულებს.
დღეისათვის ავიაკომპანიის მფლობელობაშია:
2 ერთეული BOEING 737-700 სავარძლების საერთო რაოდენობით 132, მათ შორის, 12 ბიზნესკლასის და 120 ეკონომკლასის;
1 ერთეული CRJ 200 სავარძლების საერთო რაოდენობით 50, მათ შორის, 6 ბიზნესკლასის და 44 ეკონომკლასის;
3 ერთეული Embraer 190 - სავარძლების საერთო რაოდენობით 97, მათ შორის, 9 ბიზნესკლასის და 88 ეკონომკლასის;
1 ერთეული Embraer 196.
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
ავიაბილეთების კალენდარი
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს



