ფრანკფურტი, ვენეცია, ნეაპოლი - ქუთაისის აეროპორტს 12 ახალი მიმართულება დაემატა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.
დაჯავშნეთ ავიაბილეთი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (WizzAir) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.
საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (WizzAir) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზეარს“ (WizzAir) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (WizzAir) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.
იაფი ავიაბილეთების დაჯავშნა ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ან საძიებო გვერდიდან
წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა
Can't find search form model by id "17355372e8"
ავიაბილეთების კალენდარი
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს



