ავიასანქციების მეორე კვირაში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვი 76%-ით შემცირდა
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავიაბილეთების აპლიკაცია

ავიასანქციების მეორე კვირაში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვი 76%-ით შემცირდა

TBC Research-მა რუსული ტურისტული ემბარგოს შესახებ ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას მაინც ინარჩუნებს.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

მიმოხილვის მიხედვით, ავიასანქციების მოქმედების მეორე კვირის განმავლობაში, საქართველოში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75.9%-ით შემცირდა. აკრძალვის პირველ კვირაში კი კლება 78%-ს შეადგენდა.

მთლიანობაში, პერიოდის განმავლობაში საჰაერო გზით (ტრანზიტით) 3,292-მა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. საავტომობილო გზით კი, რუსეთიდან 47.526 ადამიანი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 5.3%-ით მეტია. მთლიანობაში, ივლისის მეორე კვირაში რუსეთის მოქალაქეების 13.5%-იანი კლება დაფიქსირდა.

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, TBC Research მთლიანად ტურიზმის სექტორში ზრდას პროგნოზირებს.

"ჩვენი პირველადი შეფასება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ტურიზმის 5%-იანი ზრდა იქნება ქვეყანაში, რეალისტურად გამოიყურება,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

bm.ge

ავიაბილეთების კალენდარი

ჩვენ გირჩევთ..

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]