ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
Ryanair-მა უკრაინის მიმართულებით ავიაბილეთების რეალიზაცია შეაჩერა
Ryanair-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთანაკადი თითქმის გაორმაგდა
66% -ით არის გაზრდილი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც
ცოლ-ქმრის ჩხუბის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
ბორტგამცილებელსა და პოლიციელს მათი გაშველება დასჭირდათ
“ქუთაისის აეროპორტი შესაძლოა, მსხვილი გადამზიდავებისთვის ლოჯისტიკური ცენტრი გახდეს”
“ქუთაისის აეროპორტი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით საკმაოდ მიმზიდველია”
სტამბოლის მესამე აეროპორტის სამშენებლო სამუშაოების 55%-ი დასრულებულია
სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წლის 26 თებერვლამდე დასრულდება
საბუთები და პროცედურები: როგორ მივიღოთ გარანტირებულად საბერძნეთის მოქალაქეობა
საბერძნეთში მოქალაქეობის მიღების მეთოდები და პროცედურები
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.