ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
„Georgian Airways“ ფრენებს ახალი მიმართულებებით იწყებს
„Georgian Airways” ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეისებს განახორციელებს
ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines ფრენის სიხშირეს ზრდის
26 მარტიდან, ავიაკომპანია ოპერირებას განახორციელებს კვირაში 5 სიხშირით
“აზერბაიჯანის ავიახაზები” საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად განახორციელებს
მსოფლიოს TOP-10 საუკეთესო და ყველაზე ცუდი აეროპორტების სია
2016 წლის საუკეთესო და ყველაზე ცუდი აეროპორტების ათეული
ისარგებლებენ თუ არა დეპორტირებული მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით
“გააჩნია რისთვის იყვნენ დეპორტირებული”
ევროპაში უვიზო მიმოსვლა: რა არის ბიომეტრიული პასპორტი და ვის შეუძლია მისი აღება
ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტითაა შესაძლებელი
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.