ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
სოხუმის აეროპორტის კოდი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე არ შეიცვლება – ICAO
ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს
WizzAir ავიაბილეთებს ახალ მიმართულებაზე 14.99 ევროდ ყიდის
ინფორმაცია ავიაკომპანია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული
ავიაკომპანია Georgian Airways განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანიის მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას
საქართველოს პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს ქართველ მიმართავს გამოიყენონ კანონი
რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს საქართველოს სუბსიდირებულ ფრენებს არ შესთავაზებენ
“რუსულ ტუროპერატორებს ურჩევნიათ, რომ საქართველოში ტურები არ გასცენ”
ზამთრის სანავიგაციო პერიოდში Wizz Air-ი ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე აღარ იფრენს
ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კი Wizz Air-ის ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს განაახლებს
იაფი ავიაბილეთები
ბოლონია
იტალია
ოჰრიდი
მაკედონია
მონტე-კარლო
მონაკო
ბაქო
აზერბაიჯანი
ქაირო
ეგვიპტე
ბოდრუმი
თურქეთი
ტენერიფე
ესპანეთი
მიკონოსი
საბერძნეთი
ჰერაკლიონი
საბერძნეთი