ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
საქართველოს მთავრობა ფრენებს ლონდონსა და ბრიუსელის მიმართულებითაც დააფინანსებს
საქართველოს მთავრობა ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 1,200,000 ევროთი დააფინანსებს
ავიასანქციების მეორე კვირაში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვი 76%-ით შემცირდა
ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას მაინც ინარჩუნებს
საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს
პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს
ისრაელში ქართველების ლეგალურად დასაქმების მიზნით, მთავრობებს შორის მოლაპარაკებები იწყება
არ შევწყვეტთ ორმხრივ დაუღალავ მუშაობას, ვიდრე არ მივალთ სასურველ შედეგამდე – იციკ მოშე
ახალი რეიტინგი: რომელი ქვეყნის პასპორტია მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი
საქართველო კი 199 ქვეყანას შორის 37 -ე ადგილს იკავებს
აღდგება თუ არა რუსეთ – საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა და უვიზო რეჟიმი – რუსული მედია
ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს
იაფი ავიაბილეთები
ჰურგადა
ეგვიპტე
აბუ-დაბი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
კოპენჰაგენი
დანია
მუმბაი
ინდოეთი
იბიცა
ესპანეთი
ბარსელონა
ესპანეთი
ჰათაი
თურქეთი
დუბროვნიკი
ხორვატია
ნეაპოლი
იტალია