ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
Etihad Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლიდან ტვირთბრუნვა 56%-ით გაზარდა
Etihad Airways-მა თბილისის გავლით, 2017 წელს 2 მლნ 506 ათას 859კგ. გადაზიდა
2017 წელს თბილისის აეროპორტით ყველაზე მეტი ტვირთი Bravo Air-მა და Ruby Star-მა გადაზიდეს
2017 წელს თბილისის აეროპორტის ტვირთბრუნვამ 31 მლნ 723 ათას 535 კგ ტვირთი გაატარა
როდიდიან იწყებს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფრენებს
Myway Way Airlines-ის საკუთრებაშია ორი ერთეული Boeing B 737-8AL
ქეთევან ალექსიძე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის 2017 წელი ძალიან წარმატებული იყო
“ზაფხულის პერიოდში ამ ბათუმის აეროპორტით 100 ათასმა მგზავრმა ისარგებლა”
გერმანია 28 თებერვლამდე სამშობლოში დაბრუნების მსურველ ქართველებს 3000 ევროთი დაეხმარება
პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000 მა ადამიანმა ისარგებლა
“არავინ წამოხვიდეთ ისრაელში, ყველას აკავებენ, რომელ 26 საუკუნეზეა საუბარი”
“არ წავიდნენ ისრაელში მოსალოცად და ახლობლების სანახავად”
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.