ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
უნიკალური საიტი რომელიც დაგასაქმებთ და უფასოდ გამოგზაურებთ
ყველას სურს მოგზაურობა და ამავე დროს ფულის გამომუშავება. ინტერნეტის დამსახურებით ბევრმა ადამიანმა ეს ოცნება უკვე რეალობად აქცია.
justFly.Ge მოგიყვებათ სერვისზე, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და ადამიანებს სთავაზობს სამსახურს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ამ უნიკალური სერვისის, Jobbatical -ის დამფუძნებელია კაროლი ჰინდრიქსი, გოგონა ესტონეთიდან.
სოციალური მედიის ნულიდან შექმნის დიდი გამოცდილების ხარჯზე, კაროლიმ მარტივად მოძებნა სამსახური აშშ-ში და ის მიხვდა, რომ მისი ნიჭი და შესაძლებლობები შესაძლებელი იყო მოთხოვნადი გამხდარიყო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. აქიდან გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო სერვისი Jobbatical.

დღეს Jobbatical არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება დამსაქმებელსა და სპეციალისტებს ერთმანეთი იპოვონ შემდგომი საქმიანი ურთიერთოებისთვის, რა დროსაც სამსახურის მაძიებელი არის უფრო პრივილეგირებული, რადგან მას შანსი აქვს მიიღოს სამუშაო კონტრაქტი უცხო ქვეყანაში, რაც მას საშუალებას აძლევს მოინახულოს ქვეყანა რომელშიც გადასვლის ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს დამსაქმებელი.
იმისათვის, რომ მოძებნოთ სამუშაო, საჭიროა საიტზე შეავსოთ პროფაილი, აღწეროთ თქვენი გამოცდილება და შესაძლებლობებიასევე საჭიროა მიუთითოთ სასურველი ქვეყანა რომელში სამომავლოდ გსურთ რომ იმუშაოთ. დამსაქმებლები ეძებენ მათთვის საჭირო სპეციალისტებს, სასურველის მოძიების შემდეგ უკავშირდებიან სავარაუდო კანდიდატს და უთანხმდებიან ქვეყნიდან გადასვლის პირობებზე. როგორც წესი, ეს არის მოკლევადიანი კონტრაქტები რომლებიც გრძელდება 2-3 თვიდან 1 წლამდე. უმეტეს შემთხვევაში სამსახურის მაძიებელს დამსაქმებელი უნაზღაურებს ყველა ხარჯს, რომელიც გადასვლასთანაა დაკავშირებული.

ყველაზე მოთხოვნადი სამსახურები რა თქმა უნდა მოდის დეველოპერებზე. მაგალითისთვის, დამსაქმებლები ხშირად ეძებენ ისეთ სპეციალისტებს, რომლებმაც იციან პროგრამირების ენები Ruby, Java, PHP და აქვთ მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება. ამასთანავე მოთხოვნადია დიზაინერები, ბიზნეს-დეველოპერები და მარკეტოლოგები.
წყარო: jobbatical
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს