ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
7 ქალაქი, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებობს ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მაცხოვრებლებს საჭიროებენ. მათ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის კი საკმაოდ დიდ თანხებსაც გთავაზობენ.
გთავაზობთ 7 ქალაქს, რომლებმაც შესაძლოა, თქვენი ოცნებები აასრულონ: იმოგზაუროთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვროთ იქ და საკმაოდ კარგი თანხაც გამოიმუშავოთ.
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ

„აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი“ – ასე უწოდებენ დეტროიტს მეორენაირად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ, თუმცა ის ცდილობს ყოფილი დიდება დაიბრუნოს, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი ხელისუფლებამ ახალი პროგრამა „Challenge Detroit“ შეიმუშავა, რომელიც ქალაქში ცხოვრებისა და სხვადასხვა სფეროში პროფესიონალ მომუშავეებს 2,5 ათას დოლარს გადაუხდის.
ალასკა, აშშ

თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები, ცხოვრების არც ისე სწრაფი რიტმი და თავს სიგრილეში კარგად გრძნობთ, მაშინ ცხოვრება ალასკაზე შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს თქვენთვის. არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც ამ რეგიონის ახალ მაცხოვრებლებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა აქ მუდმივად კლებულობს. ერთადერთი მოთხოვნა ამ ფულის მისაღებად ის არის, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ ალასკაზე იცხოვროთ.
სასკაჩევანი, კანადა

კანადის ეს პროვინცია ახალ მაცხოვრებლებს კარგ წინადადებას სთავაზობს. ახალგაზრდები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში აქ იცხოვრებენ და იმუავებენ, 20 ათას დოლარს მიიღებენ.
პონგა, ესპანეთი

ეს სოფელი ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესია. იმისათვის, რომ მიიზიდოს ახალგაზრდობა და გააცოცხლოს ეკონომიკა, ყოველ წყვილს, რომელიც საცხოვრებლად იქ გადავა, 3 ათას ევროს სთავაზობს, ყოველ დაბადებულ ბავშვზე კი დამატებით 3 ათას ევროს.
ურეჰტი, ჰოლანდია

ეს არის ექსპერიმენტი – ქალაქის ყოველი ახალი მაცხოვრებელი 1000 დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით მიიღებს.
კერტისი, ნებრასკა, აშშ

ეს პატარა ამერიკული ქალაქი სახლის ასაშენებლად მიწას უფასოდ მგცემთ, სანაცვლოდ კი ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებას გთხოვთ.
ნიაგარას ჩანჩქერი

კიდევ ერთი შეთავაზება, რომელიც არარეალურად ჟღერს – იცხოვროთ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და სანაცვლოდ მიიღოთ ფული. კურსდამთავრებულებს ხელისუფლება 7 ათას დოლარს უხდის, რათა მათ შეძლონ სამსახურის მოძებნა და ჩანჩქერის მახლობლად ორი წლის განმავლობაში იცხოვრონ და იმუშაონ.
ჩვენ გირჩევთ..
დიდი ფასდაკლება: შეიძინეთ იაფი ორმხრივი ავიაბილეთი თბილისიდან პარიზში
„დაჯავშნეთ იაფად – იმოგზაურეთ ხშირად“
საფრანგეთის ხელისუფლება კუნძულზე ცხოვრების მსურველებს ეძებს
საფრანგეთში კუნძულზე ცხოვრების მსურველებს ეძებენ
დიდი ფასდაკლება: შეიძინეთ თბილისი-ამსტერდამი-თბილისის იაფი ავიაბილეთი
უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA ფასდაკლებების აქციას განაგრძობს
სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალშია
Thrillist მკითხველს მოგზაურობას მსოფლიოს 20 პატარა ქალაქში ურჩევს
10 ყველაზე იაფი მზიანი მიმართულება ზამთარში
10 ყველაზე თბილი და იაფიანი მიმართულება
ავიაკომპანია EasyJet-ი ელექტრობატარეებიანი თვითმფრინავის შექმნას აპირებს
კომპანიის განცხადებით, ახალი თვითმფრინავი 540 კილომეტრზე იფრენს
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.