ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
8 ივლისიდან რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენები შეჩერდება
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს
პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აკრძალა
შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული
Georgian Airways ავიაბილეთების გაიაფებას აანონსებს
ავიაკომპანია Georgian Airways-ის ავიაპარკს Boeing 737-800 შეემატება
ტრამპი მომავალი კვირიდან არალეგალების მასობრივ დეპორტაციას იწყებს
ტრამპმა აღნიშნულის შესახებ განცხადება საკუთარი “ტვიტერის” გვერდზე განაცხადა
პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან ხარკოვსა და ოდესაში დაიწყო
პირდაპირი ფრენა კვირაში ორჯერ შესრულდება
ახალი მიმართულება: S7 Airlines -ი ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით იფრენს
ფრენა Airbus A320neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება
იაფი ავიაბილეთები
ტოკიო
იაპონია
მადრიდი
ესპანეთი
კანკუნი
მექსიკა
დორტმუნდი
გერმანია
შარმ-ელ-შეიხი
ეგვიპტე
ლარნაკა
კვიპროსი
ფხუკეთი
ტაილანდი
რიმინი
იტალია
კუალა-ლუმპური
მალაიზია