ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
Myway Airlines -ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა და შესაძლოა, ისრაელის მიმართულებით რეისები შეეზღუდოს
ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ევროკავშირის ბაზარი ჩაეკეტა
ავიაკომპანია FlyUIA საჭიროების შემთხვევაში, კიევიდან თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს გაზრდის
ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს არ გეგმავს
ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერული ავიარეისი განხორციელდა
ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა
ფრანკფურტი, ვენეცია, ნეაპოლი – ქუთაისის აეროპორტს 12 ახალი მიმართულება დაემატა
ნახეთ, რომელი მიმართულებით და როდიდან დაიწყება პირდაპირი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან
რას წერენ რუსი ტურისტები და რა ხდება ბათუმის აეროპორტში
პუტინის ბრძანებით, 8 ივნისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით აეკრძალათ ფრენა
ავიაკომპანია Myway Airlines -ი სპეციალური განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია განცხადებას ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს
იაფი ავიაბილეთები
ბრიუსელი
ბელგია
ფრანკფურტი
გერმანია
რიგა
ლატვია
ბარი
იტალია
ნუსა დუა
ინდონეზია
ვილნიუსი
ლიტვა
სოფია
ბულგარეთი
რეიკიავიკი
ისლანდია
ვარშავა
პოლონეთი