ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
რომელია გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ნომერ პირველი ავიაკომპანია
„ტავ ჯორჯია“ TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგს აქვეყნებს
Pegas Fly მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენას იწყებს
ჟუკოვსკის აეროპორტი 2016 წლის მაისში გაიხსნა
ქუთაისის აეროპორტში მეორე ტერმინალი აშენდება
შესაბამისი ტენდერი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა
მიზეზები: თბილისის აეროპორტში 22-დან 7 რეისი დაგვიანებით შესრულდა
02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა
Georgian Airways-ი ფრენებს დუბაის მიმართულებით იწყებს
ავიარეისები Embraer ERJ-190 და Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება
თბილისის აეროპორტმა ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები დაასახელა
ხუთი ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიის რეიტინგი
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.