ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა უნდა გაითვალისწინოთ თვითმფრინავით მგზავრობამდე
ფრენა უმრავლესობისთვის არცისე სასიამოვნო პროცესია. ხანგრძლივი ფრენა კი განსაკუთრებით დამღლელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. გთავაზობთ ხუთ რჩევას, რაზეც თვითმფრინავში ასვლამდე უნდა ვიფიქროთ.
1. ჩაიცვით კომფორტულად
ჩაიცვით თავისუფლად და კომფორტულად. გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავში ტემპერატურა, შესაძლოა, ცოტა უფრო მაღალი იყოს. ამასთან, თუ ისეთ ადგილას მიდიხართ, სადაც შესაძლოა, ციოდეს, ზურგჩანთაში თან გქონდეთ თბილი ტანსაცმელიც. ეცადეთ არ გაიკეთოთ ქამარი და ბევრი აქსესუარი. ეს თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების შემოწმებისას დამატებით დროს დაგახარჯვინებთ.
2. წაიღეთ პირადი ჰიგიენის ნივთები
თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, უნდა გაითვალისწინოთ და წაიღოთ პირადი ჰიგიენის ნივთებიც, ისეთები როგორიცაა კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სავარცხელი და სველი ხელსახოცი. ეს ნივთები თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
3. მიიღეთ ბევრი სითხე
დალიეთ ბევრი წყალი ფრენამდე და ფრენის დროს. თვითმფრინავის ჰაერის კონდიცირება შესაძლოა, ორგანიზმზე და განსაკუთრებით კანზე ცუდად აისახოს, ამიტომაც ბევრი სითხე ორგანიზმში ცვლილებებს დააბალანსებს.
4. არ მიიღოთ ალკოჰოლი
ალკოჰოლის მოხმარება ფრენის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია. ფრენის დროს უმჯობესია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ალკოჰოლური სასმელების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ჩაის.
5. თან იქონიეთ სასუსნავი
არ აქვს მნიშვნელობა ფრენა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი. შესაძლოა, მოგშივდეთ. ამიტომაც სასურველია თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასუსნავი – თხილი, შოკოლადი, ჩირი და ა.შ. აქვე გაითვალისიწნეთ, ნუ წაიღებთ ისეთ საკვებს, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამან შესაძლოა, სხვა მგზავრების გაღიზიანება გამიოწვიოს.
Businessinsider
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 9$ -დან: რომელი მიმართულებით შეასრულებს ფრენებს ავიაკომპანია FlyUIA (ცხრილი)
ავიაკომპანია FlyUIA დაბალი ტარიფების ამოქმედების შესახებ განაცხადა
რომელია 5 ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 114 %-ით გაიზარდა
იტალიის ქალაქი ბორმიდა 2 000 ევროს გადაუხდის ყველას, ვინც ქალაქში ცხოვრებას გადაწყვეტს
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ამ შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია
ფასები: რა ღირს და რომელია ევროპის ყველაზე იაფი ზღვისპირა კურორტები
ეწვიეთ მეზობელ და ევროპის ქვეყნებს დასასვენებლად
სად მდებარეობს ყველაზე ლამაზი აეროპორტი
ტურისტულმა პორტალმა “PrivateFly”-მ მილიონობით მოგზაურის გამოხმაურება შეისწავლა
TABAN Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
TABAN Airlines 2 სიხშირის ნაცვლად კვირაში 6 სიხშირით იფრენს
იაფი ავიაბილეთები
No Results Found
The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.